ჩინეთში აფეთქებას 10 მაღაროელის სიცოცხლე ემსხვერპლა
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მაღაროში აფეთქება მოხდა. როგორც უცხოური მედია წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 10 მაღაროელი. უბედური შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ჯერჯერობით უცნობია – რამდენი მაღაროელი იმყოფებოდა აფეთქების დროს მიწის ქვეშ. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება.