ჩინეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება
ჩინეთში, შენსის პროვინციაში მეწყერი ჩამოწვა. დაკარგული 40 ადამიანიდან მაშველებმა ამ დროისთვის მხოლოდ 14 იპოვეს.
სტიქიის ზონაში სამძებრო – სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა – შეფერხებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო.
სამაშველო ოპერაციაში პოლიცია და მეხანძრეები მონაწილეობდნენ. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.