ჟვანიას საქმეზე კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია დაიკითხებიან
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას დაკითხვით ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი განახლდება.
ბრალდებულების დაკითხვა გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა ვეღარ მოესწრო.
სასამართლოს წინაშე გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ხათუნა გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი წარდგნენ. დეპუტატები კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ.
საქალაქო სასამართლოში პროცესი 11-ის ნახევარზეა ჩანიშნული. პრემიერის დაცვის ყოფილ უფროსსა და დაცვის ყოფილ წევრს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობისთვის აქვთ წარდგენილი. განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა მიმდინარე თვეში უნდა გამოიტანონ.