“თბილისის აეროპორტში” 378 კაფსულა ფსიქოტროპული მედიკამენტი ლირიკა აღმოაჩინეს

საბაჟო – გამშვებ პუნქტში ’’თბილისის აეროპორტი’’ 378 კაფსულა ფსიქოტროპული მედიკამენტი ლირიკა აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მედიკამენტები ექიმის რეცეპტის გარეშე, კანონსაწინააღმდეგოდ ირანის მოქალაქეს, ა.ნ-ს შემოჰქონდა.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე- 6 განყოფილებას გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები