სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ორი პირი დააკავა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3781-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რომელიც აკრძალული საგნების გადაცემას გულისხმობს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 04:30 საათზე, ზ.მ. და გ.მ, თ.დ-ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანით მივიდნენ რუსთავში, პენიტენციური დეპარტამენტის N17 დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნების გადაცემის მიზნით. გ.მ. და ზ.მ. მიუახლოვდნენ დაწესებულების გარე ამკრძალავ კედელს, რა დროსაც ორივე მათგანმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის გადაცემის მიზნით, დაწესებულების ტერიტორისკენ ისროლა ორი ფუთა, რომელშიც მოთავსებული იყო აკრძალული საგნები – ხუთი ცალი მობილური ტელეფონი, ექვსი ცალი სიმ ბარათი, ტელეფონის დამტენები და ყურსასმენები, ორივე ფუთა დავარდა დაწესებულების ტერიტორიაზე, რაც შემდგომში ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული იქნენ ბრალდებულები: გ.მ. და ზ.მ. რომლებსაც 2015 წლის 03 აგვისტოს ბრალი წარედგინათ 19-3781-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები