ქრთამის აღების ფაქტზე სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი მზია დ. დააკავეს – ამის შესახებ მთავრის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დააგდინა, რომ დაკავებულმა, ორი ოჯახისგან 500 ლარის ოდენობით თანხა მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო.
„აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი მ.დ. გამოძიებით დადგინდა, რომ მ. დ. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, საარსებო შემწეობის შენარჩუნების და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი (მრავალშვილიანი) ოჯახებისათვის განკუთვნილი არაფულადი დახმარების მიღების და საარსებო შემწეობის აღდგენის საკითხის მოსაგვარებლად, ორი ოჯახისგან ქრთამის სახით ჯამში 500 ლარის ოდენობით თანხა მოითხოვა და აიღო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები