სასამართლომ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელი წარმოებაში მიიღო

“რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო, თუმცა როგორც საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, როდის ჩატარდება მოსამზადებელი სხდომა, ჯერ უცნობია.
შეგახსებენებთ, ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, “რუსთავი 2”-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.
ამ საკითხთან დაკავშირებით 5 აგვისტოს ბიზნესმენის ქართველმა და უცხოელმა ადვოკატებმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს.
ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში ქიბარ ხალვაში პირობას დებს, რომ ჟურნალისტებს, მთელ შემოქმედებით გუნდს საქმიანობის საუკეთესო პირობები, სრული ჟურნალისტური თავისუფლება და სარედაქციო ჩაურევლობა გარანტირებული ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები