უკანონოდ მოქმედ სახერხ საამქროში ფიჭვის ჯიშის მორები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის სამსახურის თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა ასევე, დაუფირნიშებელი ფიჭვის ჯიშის 3 ერთეული სამასალე მორი. აღნიშნული წარმოადგენს სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას. მოქალაქემ აღნიშნული რეგლამენტი ორჯერ დაარღვია. ეს უკვე მეორე სამართალდარღვევის ოქმია, რომელიც მის წინააღმდეგ დაიწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები