შსს გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კარბელაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბორჯომი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრავი, შავი ფერის, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს.
“ავტომანქანას პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი მართავდა, რომელმაც დოკუმენტაციის და ალკოტესტით სტანდარტული შემოწმების მოთხოვნის პასუხად საპატრულო ეკიპაჟის წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი ე.ბ. უახლოეს განყოფილებაში, ოსიაურში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ პარლამენტარი გიორგი კარბელაშვილი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მისი თანმხლები პირიც. შემოწმების ჩატარების შემდეგ გიორგი კარბელაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა, ხოლო ე.ბ. დაკავებულია. გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით)”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები