გიორგი კარბელაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო

უმცირესობის წევრის გიორგი კარბელაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, – ამის შესახებ “კვირას” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.
საქმე ქვიშხეთში მომხდარ ინციდენტს ეხება, რომლის დროსაც დეპუტატი ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო პოლიციამ გააჩერა.
კარბელაშვილი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, მას ასევე ნასვამი მამაკაცი ახლდა თან.
პოლიციას ორივემ წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც კარბელაშვილის თანმხლები მამაკაცი დააკავეს, თავად დეპუტატი კი – არა, რადგან მას იმუნიტეტი იცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები