საია სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს წარადგენს.
საიაში ამბიბენ, რომ სარჩელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებას ეხება, რომლის მიხედვითაც ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის ან გამოსვლის დროს, უნდა გაშიშვლდეს და ბუქნი გააკეთოს.
როგორც საიაში აცხადებენ, მინისტრის ბრძანება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს ეწინააღმდეგება. ამ უკანასკნელის მიხედვით კი, ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები