გიორგი კარბელაშვილი რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან იზოლატორში რამდენიმე საათი გაატარა. სოფელ ქვიშხეთში გვიან ღამით ინციდენტი მოხდა. მანქანით მყოფი დეპუტატი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, რის შემდეგაც ის დააკავეს. კარბელაშვილი ოსიაურის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვნენ მის ნახვას, თუმცა უშედეგოდ. ოსიაურში გვიან ღამით ჩავიდა პარლამენტის ვიცე–სპიკერი გიორგი ბარამიძეც, მაგრამ მას შენობაში შესვლის უფლება არც მას მისცეს.