ქაბულში, ნატოს ბაზაზე თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ნატოს ბაზაზე „თალიბების“ თავდასხმის შედეგად 8 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ქაბულის აეროპორტთან მდებარე ნატოს ბაზაზე თავდასხმა ქალაქის სხვადასხვა რაიონში თალიბების მიერ ორგანიზებული ტერაქტების სერიის ნაწილია, რის შედეგად ათობით პოლიციელი და მშივიდობიანი ადამიანი დაიღუპა.
მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთში მოქმედი რადიკალური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნიდან ნატოს და სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების გაყვანას მოითხოვს. მათ მიერ ორგანიზებული თავდასხმების შედეგად როგორც სამხედრო პირები, ასევე მშვიდობიანი ადამიანები იღუპებიან.