გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხზე რეზოლუცია ერთხმად მიიღო
გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე დამნაშავე პირთა გამოსავლენად რეზოლუცია ერთხმად მიიღო. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ლავროვმა რეზოლუციის ტექსტი საბოლოოდ შეათანხმეს. უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 13-მა წევრმა ამ შეთანხმებას მხარი დაუჭირა.
„როიტერის“ ინფორმაციით, რეზოლუციის ფარგლებში იგეგმება საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც გამოავლენს სირიაში ქიმიურ შეტევებთან დაკავშირებულ პირებს ან პირთა ჯგუფს, რასაც ასობით მშვიდობიანი ადამიანი შეეწირა.