უკრაინის კულტურის სამინისტრომ „შავი სია“ გამოაქვეყნა

უკრაინის კულტურის სამინისტრომ კულტურის მოღვაწეთა 14-კაციანი სია გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ეს ადამიანები სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიან. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სიაში, ძირითადად, რუსი მსახიობები, მომღერლები და მწერლები შევიდნენ. ესენი არიან: ვლადიმერ კუჩერენკო, ეგორ ხოლმოგოროვი, მიხაილ ხაზინი, ოლეგ გაზმანოვი, იოსიფ კობზონი, ვალერია, ოისოფ პრიგოჟინი, სერგეი ბეზრუკოვი, მიხაილ ბოიარსკი, ნიკოლაი რასტორგუევი, ივან ოხლობისტინი, მიხაილ პორეჩენკოვი, გრიგორი ლეფსი და ჟერარ დეპარდიე.
„შავ სიაში“ ამ ადამიანების შეყვანის მიზეზი ყირიმის ანექსიის და „ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების“ მხარდამჭერი განცხადებები გახდა.
ეს სია უკრაინის კულტურის სამინისტრომ „საინფორმაციო ტელერადიოსივრცის დაცვის კანონის მოთხოვნების შესრულების ფარგლებში“ უშიშროების სამსახურს გადასცა.
2015 წლის თებერვალში უკრაინის კულტურის სამინისტრომ საგარეო საქმეთა უწყებას 115 ადამიანის სია გადასცა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები