სოფელ ყარაჯალაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე – ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამღვევი 3,5 კუბური მეტრის წიფლის ჯიშის მეორე ხარისხის ხე-ტყეს უკანონო ტრანსპორტირებას უხდენდა.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.