მალის სასტუმროში 13 ცხედარია აღმოჩენილი

 

მალელმა სამხედროებმა სასტუმრო „ბიბლოსში“, სადაც ტერორისტებს მძევლები ჰყავდათ აყვანილები, 13 ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ მალის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა დიარან კონემ განაცხადა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის შედეგად ოთხი მძევალი გათავისუფლებული იყო. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, სასტუმროში დაკავებული მძევლების გათავისუფლება შაბათს დილით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მოხდა. მძევლად აყვანილთა შორის უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის მოქალაქეები იყვნენ.

ტერორისტები ქალაქ სევარეში მდებარე სასტუმრო „ბიბლოსს“ პარასკევს დაესხნენ თავს. მათ რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს. ტყვედ აყვანილთა ზუსტი რაოდენობა უცნობი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები