სააკაშვილის თქმით, ოდესაში ქართული პოლიციის მსგავსი ქვედანაყოფები გაჩნდება
ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპატრულო პოლიციაში კონკურსის საფუძველზე აყვანილი თანამშრომლების მეშვეობით ოდესის ქუჩებში მართლწესრიგის „ახალი ხარისხი“ იქნება. ამის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„ოდესაში ახალი პოლიცია უკვე აგვისტოს ბოლოს იქნება. მე მათ შევხვდი. ისინი ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდები არიან. და, რაც მთავარია, მათ დღეს არსებულ მილიციასთან არაფერი აქვთ საერთო“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, დეკემბრიდან ახალ პოლიციას ახალი პროკურორებიც შეუერთდებიან, რომლებიც მოქალქეების, და არა კლანების ინტერესებს დაიცავენ.