როგორ ავიმაღლოთ განწყობა სოციალური ქსელით?

 იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით შესაძლებელია განწყობის ვირუსულად გავრცელება. მკვლევარებმა, ფეისბუქის მილიონობით მომხმარებლის მონაცემებზე დაკვირვებით, წვიმიანი ამინდის გავლენა შეისწავლეს. მრავალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წვიმიანი ამინდით „დაზარალებულ“ ადამიანს სოციალური ქსელის მეშვეობით შეუძლია, გავლენა მოახდინოს ერთი ან ორი სხვა ადამიანის განწყობაზე.
მკვლევარები დააკვირდნენ მილიარდობით პოსტს, რომელიც 2009 წლიდან 2012 წლამდე ფეისბუქზე განთავსდა. შედეგად დადგინდა, რომ წვიმიან ამინდში ნეგატიური პოსტები 1.16%-ით იზრდება, ხოლო პოზიტიური 1.19%-ით მცირდება.
ასევე ეს განწყობა გავლენას ახდენს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ პოსტის ავტორის ვირტუალური მეგობრები არიან და სულაც არ ცხოვრობენ იმ ქალაქში, სადაც აღნიშნულ დროს ცუდი ამინდია. აღმოჩნდა, რომ ყოველი ნეგატიური პოსტი იწვევს დამატებით 1.29 უარყოფით პოსტს.
მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დადებითს უფრო დიდი გავლენა აქვს. ვირტუალურ სივრცეში ყოველი ოპტიმისტური პოსტი დამატებით 1.75 პოზიტიურ პოსტს იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები