ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებს 42 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქში პოლიციის აკადემიასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. ტერაქტის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
მანამდე კი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, შახ-შახიდის კვარტალში მოხდა. ტერორისტები, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტს. ამ აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 400-დე დაიჭრა. კიდევ ორი აფეთქება ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს მოხდა.