ტაიფუნის შედეგად ტაივანში ოთხი ადამიანი დაიღუპა
ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ტაივანში მომხდარი ძლიერი ტაიფუნის შედეგად. ათობით ადამიანი დაშავდა. მილიონობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ძლიერმა ქარმა ხეები და სარეკლამო ბილბორდები წააქცია. აეროპორტებში ათობით ავიარეისი გაუქმდა, დარღვეულია სარკინიგზო და საზღვაო მოძრაობა.
სტიქიის გამო ბევრ რაიონში სკოლები დაიხურა, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მეწყერსაშიში ზონებიდან ასობით ოჯახია ევაკუირებული.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ტაივანში მომხდარი უძლიერესი ტაიფუნის შედეგად 650 ადამიანი დაიღუპა.