რუსეთში ვერტმფრენი იპოვეს, რომელიც ერთი წლის წინ დაიკარგა

რუსეთის ტუვის რაიონში ვერტმფრენი „მი-8“ აღმოაჩინეს, რომელიც გასული წლის 10 ოქტომბერს გაუჩინარდა. „ინტერფაქსის“ ცნობით, ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე 10 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი.
ტუვის ხელმძღვანელმა შოლბან კარა-ოლმა განაცხადა, რომ ეს ნამდვილად კომპანია“ტუვა ავიას“ ვერტმფრენია, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიკარგა. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა ვინაობის დადგენის შემდეგ ტუვაში და ხაკასიაში გლოვა გამოცხადდება.
ავიაკომპანია „ტუვა ავიას“ „მი-8“ -ს ტიპის ვერტმფრენი 2014 წლის 10 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სორუგიდან კიზილში მიფრინავდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენის ბორტზე 12 ადამიანი – ეკიპაჟის 6 წევრი და 6 მგზავრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები