მალიში ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს, 7 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 7 ადამიანი, მათ შორის 5 სამხედრო და 2 „ბოევიკი“ დაიღუპა მალიში ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმის დროს. მალის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს.
„ფრანს-პრესის“ ცნობით, თავდასხმის მომენტში სასტუმრო „ბილბოსში“ მალიში გაეროს მისიის უკრაინელი პილოტები იმყოფებოდნენ. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, იქ საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეებიც იყვნენ.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალის სამხედროებმა ხუთი მძევლის გათავისუფლება შეძლეს. ეს სპეცოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. თუმცა ვრცელდება ცნობები, რომ სასტუმრო „ბილბოსში“ ტერორისტების ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩებიან მძევლები.