ტაილანდის სასამართლომ ფეისბუქში მეფის შეურაცხყოფისთვის ერთ-ერთ მოქალაქეს 30 წელი მიუსაჯა

ტაილანდის ერთ-ერთ მკვიდრს სოციალურ ქსელში მეფის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ბანგკოკის სამხედრო სასამართლომ ეს განაჩენი პონგსაკ სრიბოონპენგს გამოუტანა. ეს ტაილანდში მეფის შეურაცხყოფისთვის ყველაზე მკაცრი განაჩენია.
ადვოკატის თქმით, სრიბოონპენგმა 6 შეურაცხმყოფელი პოსტი დაბეჭდა და თითოეულისთვის მას 10-წლიანი პატიმრობა ეკუთვნოდა, თუმცა შემდეგ სასამართლომ სასჯელის ვადა შეამცირა.
ბოლო დროს ტაილანდში მეფის შეურაცხყოფისთვის სასამართლო პროცესები ძალზე გახშირდა. 86 წლის მეფე პუმიპონ ადულაიდეტი მსოფლიოში მმართველ მონარქებს შორის ყველაზე ხანდაზმულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები