„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა სირიაში ათობით ქრისტიანი მძევლად აიყვანეს

„ისლამური სახელმწიფოს“ტერორისტულმა დაჯგუფებამ სირიაში ათობით ადამიანი მძევლად აიყვანა. „როიტერის“ ინფორმაციით, მძევლების აყვანა „ბოევიკების“ მიერ სირიის ქალაქ ელ-კარიატაინის აღების შემდეგ მოხდა, რასაც სირიის სამთავრობო ძალებთან მძიმე ბრძოლა უძღოდა წინ. ზოგიერთი ადამიანი პირდაპირ ქალაქში მდებარე ეკლესიიდან გაიტაცეს. ეკლესია ქალაქ პალმირადან კვალამუნის მთებისკენ მიმავალ გზასთან, ლიბანის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ქალაქი ელ-კარიატაინი 6 აგვისტოს აიღეს. ეს დასახლებული პუნქტი სირიის ცენტრში მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები