ბანგლადეშში წელს მეოთხე დამოუკიდებელი ბლოგერი მოკლეს

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ბლოგერი და ჟურნალისტი ნილოი ნილი მოკლეს, – ამის შესახებ ინდოეთის საინფორმაციო სააგენტო „პრეს ტრანს ოფ ინდია“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ექვსი თავდამსხმელი ბლოგერის სახლში შეიჭრა და ის ნაჯახით მოკლეს. თავდასხმის მომენტში ბინაში ნილის ცოლიც იმყოფებოდა, მაგრამ მას არ შეეხნენ.
2015 წელს ბანგლადეშში უკვე მეოთხე ბლოგერი მოკლეს. ამ დანაშაულებში ისლამისტები არიან ეჭვმიტანილები. თავის გამოსვლებში ბლოგერები, ძირითადად, ეკლესიის და სახელმწიფოს გაყოფას მოითხოვდნენ, ასევე 1971 წელს ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გახსნას, რომლებიც, ძირითადად, ინდუისტური მოსახლეობის წინააღმდეგ იყო ჩადენილი.
ბლოგერების მკვლელობის საქმეზე ორი პირია დაკავებული, თუმცა მათ ჯერჯერობით ოფიციალური ბრალდება არ წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები