ფრანსუა ოლანდს მიაჩნია, რომ „მისტრალების“ გაყიდვის პრობლემა საფრანგეთს არ ექნება

ვერტმფრენმზიდ „მისტრალების“ გაყიდვის პრობლემა საფრანგეთს არ ექნება. ამის შესახებ, სააგენტო „ფრანს – პრესის“ ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. „მყიდველის მოძიების საქმეში არა მგონია, რამე სირთულე შეიქმნას“, – განაცხადა ოლანდმა ეგვიპტეში, სუეცის არხის მეორე ხაზის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის დროს.
ასევე ოლანდმა აღნიშნა, რომ მას ვლადიმერ პუტინთან რამდენიმე საუბარი ჰქონდა და მათ შეთანხმებას მიაღწიეს. მოსკოვი დაახლოებით 1,2 მილიარდი ევროს კომპანსაციას მიიღებს. მისი თქმით, რუსეთს წინმსწრებად გადახდილი თანხა და სხვა ხარჯები დაუბრუნდება.
საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, „მისტრალებზე“ ხელშეკრულების გაუქმების რატიფიცირება ქვეყნის პარლამენტმა უნდა მოახდინოს და ზუსტი თანხები იმ დოკუმენტში იქნება მითითებული. ოლანდმა ასევე აღნიშნა, რომ კონტრაქტის გაუქმებისთვის საფრანგეთს არანაირი საჯარიმო სანქციები არ ემუქრება.
რუსეთისთვის „მისტრალების“გადაცემა პარიზმა უკრაინის მიმართ მოსკოვის ქმედებით და ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით ახსნა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „მისტრალების“ შეძენაში კანადა, სინგაპური და ეგვიპტე არიან დაინტერესებულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები