ტელეკომპანია „რიონის“ მემონტაჟე-ოპერატორი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს
ტელეკომპანია „რიონის“ მემონტაჟე-ოპერატორი სოსო მანანია გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „კვირას“ ტელეკომპანიაში განუცხადეს, სოსო მანანია საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს.
„კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ 36 წლის სოსო მანანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სოსო მანანია ტელეკომპანია „რიონში“ დაახლოებით 10 წელი მუშაობდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია რიონის მემონტაჟე-ოპერატორი სოსო მანანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.