სამტრედიაში მამაკაცი მოკლეს
სამტრედიაში წუხელ მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს გამოძიება.
მომხდარზე საქმე სსკ 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც ბასრი საგნით აქვს ჭრილობა მიყენებული.