ნეპალში, მიწისძვრიდან 3 თვის შემდეგ, 17 მსხვერპლის ცხედარია აღმოჩენილი

ნეპალში, რასუვას რაიონში 17 დაღუპულის ცხედარია აღმოჩენილი. ცხედრები აპრილში მომხდარი მიწისძვრიდან 3 თვეში იპოვეს.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, დაღუპულები მაღალმთიან რაიონში ადგილობრივმა მოსახლეობამ აღმოაჩინა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის რასუვა შივა რამ ჯელალის თქმით, ცხედრები მოსახლეობამ ჯერ კიდევ გასულ კვირას ნახა, მაგრამ ცუდი ამინდის გამო ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუში მათი ჩამოსვენება შეუძლებელი იყო. კატმანდუში ცხედრები დნმ-ის ექსპერტიზის ჩასატარებლად უნდა გადმოასვენონ.
შეგახსენებთ, რომ ნეპალში 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 8 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები