რესტორანში დაჭრილი ორი ადამიანი ზუგდიდის საავადმყოფოშია მოთავსებული

ზუგდიდში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი 2 ადამიანი ამ დრომდე ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ „კვირას“ საავადმყოფოს დირექტორმა როლანდ ახალაიამ განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამ დრომდე რჩებიან.
ზუგდიდში, ერთ-ერთ რესტორანში 4 ადამიანი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შსს-მ დაუდასტურა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს – ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები