დიდუბეში, რკინიგზის ლიანდაგებთან მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
სამართალდამცველებმა დიდუბის რაიონში შუა ხნის მამაკაცი გამთენიისას აღმოაჩინეს. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა დიდუბეში, რკინიგზის ლიანდაგებთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდუბეში, რკინიგზის ლიანდაგებთან ახლოს ნაპოვნი შუახნის მამაკაცის ცხედარს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება.