ქაბულში სატვირთო ავტომობილის აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
ქაბულში სატვირთო ავტომობილის აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. „როიტერის“ ინფორმაციით, 400-დე ადამიანი დაშავდა. ტერაქტი ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში მოხდა. ქაბულის პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება სამხედრო ნაწილის სიახლოვეს მოხდა. „როიტერის“ ცნობით, ტერორისტების სამიზნე, სავარაუდოდ, ავღანეთის დაზვერვის შენობა იყო, რომელიც ამ რაიონში მდებარეობს. თვითმხილველების ინფორმაციით, ასი მეტრის რადიუსში ავტომობილები დაზიანდა. დაშავებულთა შორის ბევრი ქალი და ბავშვია.