„რუსთავი 2“ – ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე ყადაღა დაადო. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილება – დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა, ორშაბათს გახდება ცნობილი.
ქიბარ ხალვაშის შემდეგ, წილების დასაბრუნებლად დავა, “რუსთავი 2”-ის სხვა დამფუძნებლებმაც დაიწყეს. დავით დვალმა და ჯარჯი აქმიძემ, წილების დათმობის შესახებ ჩვენებები პროკურატურას მისცეს.