ბაღდადში აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
ერაყის დედაქალაქში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტი სადრ-სიტის რაიონის ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილია 18 ადამიანი.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ერაყის დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში აფეთქებები რეგულარულად ხდება. მათი მსხვერპლი როგორც პოლიციელები და სამხედროები, ასევე მშვიდობიანი ადამიანები ხდებიან.