ზურაბ ჟვანიას საქმეზე სასამართლოში დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ერთ – ერთმა დაცვის წევრმა ალექსანდრე გოგოხიამ 2005 წლის სამი თებერვალი გაიხსენა.
მისი თქმით, საღამოს შარტავას ქუჩაზე მან ზურაბ ჟვანია მანქანაში ჩაისვა და გოთუას ქუჩაზე გაემართნენ, ასევე ის იხსენებს, რომ გოთუას ქუჩაზე ზურაბ ჟვანია მანქანაში გადაუსვა დაცვის წევრ მიხეილ ძაძამიას, ამის შემდეგ ისინი სად გადაადგილდნენ, მას ეს ინფორმაცია არ აქვს.
ასევე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ ხშირად ხდებოდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ზურაბ ჟვანია ექსკორტის გარეშე ან მხოლოდ დაცვის ერთ წევრთან ერთად გადაადგილდებოდა. გოგოხია ამას ხსნის იმით, რომ დაცვის წევრებმა დასაცავი ობიექტის პირადი ინტერესები უნდა გაითვალისწინონ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.
შესვენების შემდეგ ალექსანდრე გოგოხიას პროკურატურა დაჰკითხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები