შსს-მ 66 აბი „ექსტაზი“ ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ირაკლი ჯ. ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 66 აბი და დაფხვნილი ნახევარი აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 4,9479 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს ამფეტამინის, მეტამფეტამინის და „ექსტაზის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრეთ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები