7 ნოემბრის საქმეზე სასამართლომ ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი კვლავ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე გიგი უგულავას, ზურაბ ადეიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აღმკვეთი ღონისძიების საქმეები ყოველ ორ თვეში უნდა გადაიხედოს.
როგორც სასამართლოში განაცხადეს, ამჯერადაც საქმის მორიგი განხილვის პროცედურა გაიმართა და აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების მიმართ პატიმრობა ძალაში დატოვა.