რემა ჟვანია: დაცვის უფროსი ზურას ეუბნებოდა, რომ ის იქნებოდა კართან და ყოველ ოც წუთში დაურეკავდა

ზურაბ ჟვანიას საქმის დღევანდელ არსებით განხილვაზე, გარდაცვლილის დედა, რემა ჟვანია დაიკითხა. რემა ჟვანიამ ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსზე, კახა გოჩაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შვილი სრულად ენდობოდა მას.
როგორც რემა ჟვანიამ დაკითხვაზე განაცხადა, ზურაბ ჟვანიას არასაჯარო შეხვედრებისთვის ბინა ჰქონდა და მის სიახლოვეს ყოველთვის იყო მისი დაცვის უფროსი კახა გოჩაშვილი.
რემა ჟვანიას თქმით, კახა გოჩაშვილს ზურაბ ჟვანიასთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ სანამ იგი შეხვედრებს მართავდა, ყოველ 20 წუთში დაურეკავდა მას და პასუხის არგაცემის შემთხვევაში კარს შეანგრევდა.
“როდესაც ამ ხალხს ვაბარებდი ზურას, აბსოლუტურად წყნარად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ სამივე, თუ საჭირო იქნებოდა, სიცოცხლის ფასად დაიცავდა ზურას. ზურას არასაჯარო შეხვედრებისთვის ჰქონდა ბინა, რომ  სტუმრები მიეღო და მათთან ესაუბრა. კახა გოჩაშვილი ზურას ეუბნებოდა, რომ ის კართან იქნებოდა და ყოველ ოც წუთში დაურეკავდა, თუ არ უპასუხებდა, კარს შეანგრევდა”, – განაცხადა რემა ჟვანიამ სასამართლო პროცესზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები