ხანძრის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია

გუშინ გეგუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. სხეულის დამწვრობა ექვსმა ადამიანმა მიიღო, მათგან სამი პაციენტი გუშინვე გაეწერა სახლში. სამი კი, ამ დრომდე, დამწვრობის ცენტრში განაგრძობს მკურნალობას.
როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“კლინიკაში შემოვიდა 6 პაციენტი. მათგან სამი ამბულატორიულ მკურნალობას დაექვემდებარა. ამ სამიდან ორი მაშველი იყო. სამი პაციენტი მოთავსდა კლინიკაში. ესენი არიან 24, 29 და 47 წლის მამაკაცები. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ამბულატორიულ მკურნალობას ექვემდებარებიან. საბედნიეროდ, ყველა მათგანი გადარჩენილია და მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა ქაშიბაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ხანძრის შედეგად დაშავებული პაციენტების მკურნალობის ხარჯებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აანაზღაურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები