სასამართლოს წინაშე შესაძლოა, რაულ უსუპოვის მამა წარდგეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია კვლავ ბრალდების მოწმეების დაკითხვა. შესაძლოა, დღეს სასამართლოს წინაშე ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის მამა – იაშარ უსუპოვი წარდგეს.
როგორც „კვირას“ იაშარ უსუპოვმა განუცხადა, ჯერჯერობით არ იცის მივა თუ არა პროცესზე.
“ ზუსტად არ ვიცი, მივალ თუ არა, ვფიქრობ, საიდუმლოა“,- განაცხადა უსუპოვმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ყოფილი პრემიერის დაცვის სამსახურის უფროსს კობა ხარშილაძეს და მისი დაცვის წევრს მიხეილ ძაძამიას სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან. ძაძამია 2000-ლარიანი გირაოთი გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. ნაფიცმა მსაჯულებმა საქმეზე ვერდიქტი ამ თვის ბოლოს უნდა გამოიტანონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები