03 აგვისტო
11:00-ზე პორტალ ,,კვირას’’ პრესკლუბში ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ადგილობრივი თვითმართველობის მიერ სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
11:30 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელი არჩილ კაიკაციშვილიპორტალ „კვირას“ პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და წარმოადგენს მონიტორინგის შედეგებს თემაზე: ,,უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები, პრემიები, დანამატები და ცხოვრების ხარჯები – რა უჯდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების საქმიანობა?“ მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
10:00
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი, ჟურნალისტებს თბილისსა და მის შემოგარენში მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრის პროცესის დეტალებს გააცნობს. ჟურნალისტების შეკრების ადგილი კუს ტბის ასახვევი. საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი, ტელეფონი: 577 73 31 82
11:00
კონკურსის – WorldSkills Georgia გამარჯვებული, საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, მიმდინარე წლის აგვისტოში, ბრაზილიაში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. სან-პაულოში გამგზავრებამდე, საქართველოს გუნდის ბოლო, გასამხნევებელი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მისამართი: რუსთაველის გამზირი 42 / გრიბოედოვის ქუჩა 31ა, მეხუთე სართული
11:30
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელი არჩილ კაიკაციშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და წარმოადგენს მონიტორინგის შედეგებს თემაზე: “უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები, პრემიები, დანამატები და ცხოვრების ხარჯები – რა უჯდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების საქმიანობა?“. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599 72 65 65
12:00
„პირველ პრესკლუბში” ადვოკატები გელა ნიკოლაიშვილი და გია ტაბლიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“ მე-2 სართ.
E1
12:30
„პირველ პრესკლუბში” “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე დავით მესხიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გრიგოლეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები და მის შედეგად სიკვდილიანობის კატასტროფული მაჩვენებელი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“ მე-2 სართ.
14:00
კულტურის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება, სადაც ბოლნისის სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდება. ბრიფინგს გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
18:00
საქართველოს ეზიდთა ტაძარში ჩატარდება გასული წლის 3 აგვისტოს ერაყში დაწყებული ეზიდთა გენოციდის შედეგად დაღუპულთა სულებისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ლიტურგია. ასევე სათემო ცენტრის დარბაზში გაიმართება გამოფენა. პროგრამას დაასრულებს საქართველოში წარმოდგენილი სხვადასხვა რელიგიური დენომინაციების ლიდერთა ერთობლივი ლოცვა მშვიდობისათვის. მისამართი: თბილისი, ვარკეთილის რაიონი, მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს შორის, ჯავახეთის ქუჩა. საკონტაქტო პირი: აგიტ მირზოევი 599 55 18 97