შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1988 წელს დაბადებული დავით ბ. მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გორში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა გორში, მისივე კუთვნილ ავტომანქანაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა მამაკაცს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები