გრიგოლეთში ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვია

გრიგოლეთში, ავტოსაგზაო შემთვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ორი ბავშვია.
ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად “მერსედესის” მარკის ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც მასში მჯდომი ექვსივე მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსის მგზავრებს, ისინი გადარჩნენ, თუმცა ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით ფოთის საავადმყოფოში გადაჰყავთათ, რა დროსაც სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციის პიკაპის ტიპის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა და დაშავებული ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდნენ სასწრაფო დახმარების ექიმები და სამი პოლიციელი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები