ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო დახურვას დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო დახურვაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც „კვირას ” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, დახურვის ცერემონია ოლიმპიურ სოფელში 21:00 საათზე დაიწყება.
შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ასევე, მაყურებლის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგებიან ფესტივალში მონაწილე ქვეყნების გუნდები. ცერემონიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი იანეზ კოციანჩიჩი მიმართავენ.
საზეიმო დახურვის ღონისძიება საერთაშორისო ოლიმპიური ჰიმნით, დროშების გაცვლითა და ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობით დასრულდება.