27 წლის ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა

თბილისში, 27 წლის ქალმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში იმშობიარა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო დახმარების ცენტრიდან აცნობეს, ვარკეთილში გამოძახებაზე სასწრაფო დახმარების ექიმები დროულად მივიდნენ. ექიმებს პაციენტი დიღომში ერთ-ერთ კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა მედიკოსებს ახალგაზრდა გოგონას მშობიარობა გზაში, მანქანაში მოუხდათ.
„დაიბადა 48 სმ და 2700 გრ. წონის გოგონა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. ისინი რეფერალურ კლინიკაში მიიყვანეს“, – განაცხადეს სასწრაფო დახმარების ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები