თავდაცვის სამინისტროს ყოფილ საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა

ხანძარი სოფელ დიღომში. ცეცხლი თავდაცვის სამინისტროს ყოფილ საწყობებს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მშრალი სპირტი და რეზინის შემცველი ხელსაწყოები იწვოდა. ცეცხლი მიტოვებული შენობის მიმდებარე ტრერიროაზე განთავსებულ ძველ აირწინაღებსა და ნარჩენებს გაუჩნდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
ვაკე-საბურთალოს სახანძრო სამსახურის უფროსის ჰამრაზ ჯამერაშვილის ინფორმაციით, ადგილზე სამი ბრიგადა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები