ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე, აჭარის ტერიტორიაზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – გოკჰან ავჯი და კურტულუშ სოსლუოღლუ დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში შემოიტანეს და საქართველოს მოქალაქეებზე გაასაღეს, სხვადასხვა ოდენობის ყალბი ამერიკული დოლარის და თურქული ლირას კუპიურები.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები