,,ნიტა-თრეველის” მიერ უეფას სუპერთასის ბილეთების უნებართვოდ გასაყიდად შეთავაზების ფაქტზე მასალები სასამართლოს გადაეგზავნა

კომპანია ,,ნიტა-თრეველის” მიერ უეფას სუპერთასის ბილეთების უნებართვოდ გასაყიდად შეთავაზების ფაქტზე მასალები სასამართლოს გადაეგზავნა. ამის შესახებ ნათქვამია “საქპატენტთან” არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში.
“ბილეთების უნებართვოდ გასაყიდად შეთავაზების ფაქტი კომპანია ,,ნიტა-თრეველი”-ს მიერ გამოვლინდა დღეს, 2015 წლის 31 ივლისს, რასთან დაკავშირებითაც შედგენილ იქნა სათანადო აქტი და მასალები გადაეგზავნა სასამართლოს. გუშინ, 2015 წლის 29 ივლისს გამოვლენილ იქნა სუპერთასის მატჩის ბილეთების კომერციულ ღონისძიებაში გამოყენების ფაქტი სასტუმრო “ციტრუსის” და კომპანია ,,ბეკოს” მიერ, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საბჭო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომ დაიცვან კანონი და თავი შეიკავონ უნებართვოთ ბილეთების გაყიდვისგან ან კომერციულ ღონისძიებაში გამოყენებისგან, რადგან ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები