ანდრო ბარნოვი სასამართლომ პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმა

გორის რაიონულმა სასამართლომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი სამართალდამრღვევად ცნო, – ამის შესახებ „კვირას“ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს. პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის ანდრო ბარნოვს სასამართლომ 350 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
საქმე ეხება სოფელ ხურვალეთთან 16 ივლისს მომხდარ ინციდენტს, რომელზეც გამოძიება სამართალდამცავი ორგანოს ან პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ანდრო ბარნოვი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გადმოწევის ფაქტის გასაპროტესტებლად ჩავიდა.  მან აღნიშნულ ტერიტორიაზე მომსახურე სამართალდამცავები უმოქმედობაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები